ევრიპიდეს ჰაჯინესტოროს
- CIOT-ის დიპლომი, საერთაშორისო დაბეგვრა
- სამართლის მაგისტრი, University College London, კორპორაციული სამართალი
- სამართლის ბაკალავრი, Queen Mary, University of London
- ინგლისური
- ბერძნული
ევრიპიდესმა 2004 წელს დაამთავრა ნიკოზიის ინგლისური სკოლა. მან გაიარა ორწლიანი სავალდებულო სამხედრო სამსახური ოფიცრის რანგში, რის შემდეგაც ლონდონში გადავიდა სამართლის ბაკალავრის ხარისხის მისაღებად.
2009 წელს ლონდონის ქუინ მერის უნივერსიტეტში სამართლის ბაკალავრის ხარისხის მიღების შემდეგ, მან სწავლა განაგრძო ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯში კორპორაციული სამართლის მაგისტრატურაზე. მან დაამთავრა წარჩინებით. კვიპროსზე დაბრუნების შემდეგ, მან წარმატებით ჩააბარა კვიპროსის ადვოკატთა გამოცდა და კვიპროსის რესპუბლიკაში მე-4 ადგილი დაიკავა. 2012 წელს მან დაიწყო სწავლა CIOT-ის საერთაშორისო დაბეგვრის მოწინავე დიპლომის პროგრამაზე, სადაც მიიღო სერტიფიკატი საერთაშორისო დაბეგვრასა და სატრანსფერო ფასების სფეროში.
2015 წელს მან წარმატებით დაიცვა სადიპლომო ნაშრომი და ამგვარად გახდა ADIT (გაერთიანებული სამეფოს საერთაშორისო გადასახადების ინსტიტუტის) კვალიფიკაციის მფლობელი.
2016 წელს ევრიპიდესმა თანაავტორობით დაწერა წიგნი “საქონლის გაყიდვა და მომხმარებელთა დაცვა“, რომელიც გამოაქვეყნა საბერძნეთის ერთ–ერთმა წამყვანმა სამართლებრივმა გამომცემელმა, “Nomiki Bibliothiki”-მ. აღნიშნული ნაშრომი 692 გვერდისგან შედგება და მისი მიზანია, გახდეს პირველადი საცნობარო წყარო სტუდენტებისთვის, აკადემიური წრეების წარმომადგენლებისა და მოსამართლეებისთვის.
ევრიპიდეს ნაშრომები ასევე გამოქვეყნდა გაერთიანებული სამეფოს რამდენიმე ჟურნალში (როგორიცაა Thomson Reuters-ის მიერ გამოცემული Corporate Lawyer), ის არაერთხელ იყო ციტირებული კვიპროსის სასამართლო გადაწყვეტილებებში და მოყვანილი ჟურნალებსა და ისეთ ინგლისურ სამართლებრივ სახელმძღვანელოებში, როგორიცაა Card & James, Business Law 2016 (Oxford University Press) და Stefan H.C. Lo, In Search of Corporate Accountability: Liabilities of Corporate Participants 2015 (Cambridge Scholars Publishing).
ბოლო 12 წლის განმავლობაში, ის კითხულობს ლექციებს კომერციულ სამართალში კვიპროსის კოლეჯსა და კვიპროსის ევროპულ უნივერსიტეტში.
2017 წლიდან ევრიპიდესი ხელმძღვანელობს ექსპერტთა გუნდს, რომელსაც კვიპროსის მომხმარებელთა დაცვის სამსახურმა დაუკვეთა კვლევის ჩატარება კვიპროსის რესპუბლიკაში მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონმდებლობის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ, მასში ცვლილებების შეტანის წინადადება და მისი კოდიფიკაციის შეთავაზება.
2018 წელს ევრიპიდესმა დააარსა კვიპროსის ალტერნატიული დავების გადაწყვეტის ცენტრი. ცენტრი ასევე ლიცენზირებულია ალტერნატიული დავების გადაწყვეტის 2013/11/EU დირექტივის შესაბამისად.
ევრიპიდეს ასევე არის მედიატორებისა და არბიტრების ტრენერი კვიპროსის რესპუბლიკაში. 2021 წელს ის კვიპროსის რესპუბლიკამ შეარჩია, როგორც დამოუკიდებელი თანამდებობის პირი საბჭოს დირექტივის (EU) 2017/1852-ის საფუძველზე, რომელიც ევროკავშირში საგადასახადო დავების გადაწყვეტის მექანიზმებს ეხება.
ევრიპიდეს აქვს მნიშვნელოვანი გამოცდილება კვიპროსის სასამართლოებში სასამართლო დავებში, მათ შორის, ოლქის სასამართლოებსა და კვიპროსის უზენაეს სასამართლოში, კომერციულ და კორპორაციულ საკითხებში.