შვეიცარიული სამართალწარმოება

Fortior Law (Switzerland) S.A. არის იურიდიული ფირმა, რომელიც ლიცენზირებულია ჟენევის ადვოკატთა ასოციაციის მიერ და რომელიც უზრუნველყოფს იურიდიულ მომსახურებას შვეიცარიის სასამართლოებისა და სხვა სახელმწიფო და მარეგულირებელი ორგანოების წინაშე.

Legal500-ის რეიტინგით, ჩვენ წამყვან და ყურადსაღებ ფირმად ვითვლებით საერთაშორისო არბიტრაჟის სფეროში. Legal500-მა ცოტა ხნის წინ შვეიცარიაში მომხმარებელთა კმაყოფილების მიხედვით საუკეთესო სამ ფირმაში დაგვასახელა. ჩვენ ასევე დასახელებული ვართ Global Corporate LiveWire-ის მიერ „2024/2025 წლის დავების გადაწყვეტის იურიდიულ კომპანიად“.

ჩვენ წარმოვადგენთ კლიენტებს შვეიცარიის სასამართლო პროცესებში კომერციულ საქმეებზე, მათ შორის, სასაქონლო ვაჭრობის დავებში, შუამდგომლობებით დროებითი ზომების მიღების შესახებ (მათ შორის, ქონების გაყინვის ბრძანებების), უცხოური სასამართლო გადაწყვეტილებებისა და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღიარებისა და აღსრულების, ასევე იძულებითი ლიკვიდაციის პროცესებში.ჩვენ ასევე წარმოვადგენთ კლიენტებს “თეთრსაყელოიანი“ სისხლის სამართლის საქმეებში, რომლებიც ეხება ფინანსურ თაღლითობას, ფულის გათეთრებას, კორპორაციული მართვის დარღვევას, დოკუმენტების გაყალბებასა და სხვა დაკავშირებულ დანაშაულებს. სასამართლო დავების გარდა, ჩვენ გთავაზობთ ბიზნესის მხარდაჭერის სერვისების სრულ სპექტრს შვეიცარიაში – კომპანიებისა და საქველმოქმედო ორგანიზაციების დაფუძნებიდან დაწყებული, საბანკო ანგარიშების გახსნით, საბუღალტრო და აუდიტორული მომსახურების ორგანიზებით, საცხოვრებელი ნებართვების მიღებით, შიდა კორპორაციული დოკუმენტაციის მომზადებით (საბჭოსა და აქციონერთა გადაწყვეტილებები, შრომითი ხელშეკრულებები, სანქციებისა და სხვა პოლიტიკის დოკუმენტები) და გარე მომსახურების პროვაიდერებთან შეთანხმებების შედგენით დამთავრებული.

ვიტალი კოზაჩენკო
მმართველი პარტნიორი
ქსავიე-რომენ რამ
პარტნიორი
ოლივიე კრამერ
პარტნიორი
რუსუდან გერგაული
პარტნიორი
ლუი ჩანგ
პარტნიორი
ელეზავეტა ჰოლოვან
იურისტი
ᲒᲣᲜᲓᲘᲡ ᲬᲔᲕᲠᲔᲑᲘ
გაქვთ პრობლემა, რომელშიც შეგვიძლია დაგეხმაროთ?
დიახ

    Please describe your task

    Your name

    Your e-mail

    Phone number

    Text message

    გმადლობთ!
    მალე დაგიკავშირდებით
    ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს, რათა უზრუნველვყოთ საუკეთესო გამოცდილება ჩვენს ვებგვერდზე. თუ გააგრძელებთ გამოყენებას, ჩავთვლით, რომ ეთანხმებით.
    Ok