GAFTA და FOSFA არბიტრაჟი
ჩვენს გუნდს აქვს GAFTA-სა და FOSFA-ს ხელშეკრულებების საფუძველზე დავების გადაწყვეტის დიდი გამოცდილება და ჩვენი გუნდის მიერ წარმართული საქმეები რეგულარულად მოხსენიებულია The Legal500-სა და სხვა იურიდიულ რეიტინგებში. ჩვენ გავდივართ ტრენინგებს (მათ შორის, GAFTA-ს დისტანციური სწავლების პროგრამას), ღრმად გვესმის ხელშეკრულებების ძირითადი პროფორმები და კომერციული რეალობა.ჩვენ კონსულტაციას გავწევთ სავაჭრო სუბიექტებსა და მათ კონტრაგენტებს, მფლობელებს, ტერმინალებს, გადამზიდავ კომპანიებს, ექსპერტებსა და ნავსადგურის უწყებებს შორის წარმოშობილ სადავო საკითხებზე. ჩვენ ასევე წარმოვადგენთ კლიენტებს GAFTA-ს საარბიტრაჟო განხილვებში, კერძოდ, №125 და №126 წესების საფუძველზე, ასევე FOSFA-ს საარბიტრაჟო წესების მიხედვით.
სერვისები
კონსულტაცია ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებით
ხელშეკრულებით განსაზღვრული ფასის დაგვიანებული გადახდა
საქონლის დაგვიანებული მიწოდება ან მიუწოდებლობა
საქონლის მდგომარეობა, ხარისხი და რაოდენობა
გემის დაგვიანებული ნომინაცია და წარდგენა
მიწოდების ვადის გახანგრძლივება
დემერიჯი, დესპაჩი და გემის დაკავება
კონტეინერის დაკავება და დემერიჯი
მითვისება
ფორს-მაჟორი (მიწოდების შეფერხება)
სანქციები
ვალდებულების შეუსრულებლობა
არბიტრაჟის დაწყების შეტყობინების მომზადება
არბიტრების დანიშვნა და ტრიბუნალის ჩამოყალიბება
anti-suit injunction-ები, რომლებიც ზღუდავს კონტრაგენტს სასამართლო პროცესის დაწყებაში
ქონების დაყადაღების უზრუნველყოფის ღონისძიებები (worldwide freezing order) GAFTA-სა და FOSFA-ს არბიტრაჟის მხარდასაჭერად
სარჩელის, პასუხის, რეპლიკის, ექსპერტისა და მოწმის მტკიცებულებების მომზადება და პროცესის მართვა
არბიტრაჟის სხდომებში მონაწილეობა
არბიტრაჟის გადაწყვეტილებების გასაჩივრება
არბიტრაჟის გადაწყვეტილებების აღსრულება
რეიტინგები
აღიარებულია წამყვანი საერთაშორისო იურიდიული დირექტორიების მიერ დავების გადაწყვეტისა და არბიტრაჟის სფეროში.
წევრობები
აქტიური წევრობა წამყვან პროფესიულ ორგანიზაციებსა და ბიზნეს ასოციაციებში.