საინვესტიციო არბიტრაჟი
ჩვენ გთავაზობთ კონსულტაციას ინვესტორისა და სახელმწიფოს შორის საარბიტრაჟო წარმოების ყველა ასპექტზე, როგორც სახელმწიფოს წინააღმდეგ, ისე მის სახელით. ჩვენს იურისტებს აქვთ მუშაობის გამოცდილება და კონსულტაციების გაწევის გამოცდილება ინვესტიციების არბიტრაჟის მრავალ საქმეზე, მათ შორის:
– UNCITRAL-ის არბიტრაჟში წარდგენილი სარჩელი, რომელიც ეხებოდა ცენტრალური აზიის ქვეყანაში სახელმწიფო კომპანიის მიერ სატელეკომუნიკაციო ბიზნესის მითვისებასა და ნაწილობრივ განადგურებას, და რომელიც ჩვენი კლიენტისთვის ხელსაყრელი შეთანხმებით დასრულდა
– ICSID-ის არბიტრაჟში წარდგენილი სარჩელი, რომელიც ეხებოდა ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოს ჩარევას არბიტრაჟულ წარმოებაში, რათა დაეფარა ამავე სახელმწიფოს მიერ მსხვილი ბანკის წილის გაყიდვის შესახებ კონტრაქტის დარღვევა;
– ენერგეტიკის ქარტიით გათვალისწინებული სარჩელი, რომელიც გამოწვეული იყო სახელმწიფო კომპანიის მიერ საკუთარი მილსადენიდან ნავთობპროდუქტების მითვისებით;
– ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შეთანხმებით გათვალისწინებული სარჩელი, რომელიც გამოწვეული იყო ბიზნესის ექსპროპრიაციით არაპროპორციული საგადასახადო ჯარიმების დაკისრების გზით;
– ისლამური კონფერენციის ორგანიზაციის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარჩელი, რომელიც გამოწვეული იყო სახელმწიფო კომპანიის მიერ სასუქების მიწოდების ვალდებულების შეუსრულებლობით გრძელვადიანი მიწოდების ხელშეკრულების ფარგლებში.
ჩვენი საარბიტრაჟო გუნდი შედგება გამორჩეული იურისტებისგან, რომლებსაც აქვთ საერთაშორისო საინვესტიციო სამართალში მყარი აკადემიური განათლება და დავის საგანს წარმოადგენილი საკითხების სხვადასხვა სამართლებრივ ასპექტში ექსპერტული ცოდნა. გუნდის წევრები საერთაშორისო საინვესტიციო არბიტრაჟის შესახებ მრავალი სტატიის ავტორები არიან, მათ არაერთხელ მიუღიათ მიწვევა უნივერსიტეტებში ლექციების წასაკითხად და საერთაშორისო კონფერენციებზე პრეზენტაციების წარსადგენად.ჩვენ ვმუშაობთ როგორც მაღალი, ისე დაბალი ღირებულების საქმეებზე. ჩვენ ამჟამად ჩართულნი ვართ არაერთ საინვესტიციო დავაში, რომელიც 2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას მოჰყვა. ჩვენი კლიენტები ითხოვენ ზიანის ანაზღაურებას რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავიანთ ბიზნესზე წვდომის შეუძლებლობის, რუსეთის ფედერაციის მიერ მარცვლეულისა და სხვა სოფლის მეურნეობის პროდუქტების მოპარვის, აღჭურვილობის ქურდობისა და განადგურების, და ბიზნესისთვის მიყენებული სხვა ზიანისთვის. ჩვენ გვაქვს როგორც UNCITRAL-ის, ისე სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოებში ამგვარი დავების წარმატებით დასრულების გამოცდილება.